სამართალი
შსს-ს მაშველებმა მყინვარწვერიდან ფეხმოტეხილი რუსი ტურისტი ჩამოიყვანეს

1-momxdari-sam1საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მეექვსე ქვეგანყოფილების მაშველებმა, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდაში წარმატებით ჩატარებული სამაშველო ოპერაციის შედეგად, მყინვარწვერიდან ფეხმოტეხილი რუსი ტურისტი ქალბატონი ჩამოიყვანეს.
შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ დაბა ყაზბეგში, მყინვარწვერიდან ჩამოსვლისას, 1963 წელს დაბადებულ რუს ტურისტ ლიდია ფუკინას ფეხი დაუცურდა, მოიტეხა და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა დახმარება.
საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის სამაშველო მომზადებისა და რეაგირების სამმართველოს მეექვსე ქვეგანყოფილების სამაშველო ჯგუფი შეტყობინების მიღებისთანავე გავიდა შემთხვევის ადგილზე. მაშველებმა ლიდია ფუკინას პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც დაბაში ცხენით ჩამოიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ იგი რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის დაშავებული ქალბატონის მდგომარეობა სტაბილურია.