საზოგადოება
დენის რიტერი: ”დიდი ხანია, საქართველოს ნახვა მინდოდა”

1-tiotki-saz1საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. ცნობილმა ამერიკელმა სოპრანომ დენის რიტერმა თბილისის კონსვერვატორიაში  კონცერტი გამართა.  იგი  ქართველ მეგობართან ელენე აბულაძე-ბარდისთან  ერთად  ჩამოვიდა. ჩვენი თანამემამულე, ელენე აბულაძე-ბარდი - თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავერებულია, ამჟამად კი აშშ-ში ცხოვრობს და მოღვაწეობს - ინდიანას უნივერსიტეტის საოპერო სტუდიის წამყვანი პიანისტია. ქალბატონი ელენეს აკომპანემენტით, მან ამერიკელმა სტუმარმა ისეთი ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებები შეასრულა, როგორიცაა კარლის ფლოიდი, დუგლას მური, ჯორჯ გერშვინი და სხვ. დამსწრე საზოგადოება მხურვალე ოვაციებითა და უამრავი თაიგულით გამოეხმაურა ვოკალის ოსტატის გამოსვლას.
დენის რიტერის თქმით, საქართველოში პირველადაა.  თუმცა, ყოველთვის უნდოდა აქ ჩამოსვლა. ჩვემი ქვეყნის შესახებ ბევრი სმენია, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.
კონსერვატორიაში გამართული კონცერტი - ტურნეს ნაწილია, რომელსაც ხელოვნებისა და სიმღერის ფესტივალი ეწოდება. სულ მსლე  დენის რიტერი იტალიაში მიემგზავრება, შემდეგ კი ლონდონში.  პარალალურად ატარებს მასტერ-კლასებს.