პოლიტიკა
საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. თავდაცვის ეპიზოდთან დაკავშირებით ბაჩო ახალაიას გამამართლებელი განაჩენი უზენაესმა სასამართლომ უცვლელი დატოვა. ამის შესახებ „ფეისბუქის“ გვერდზე ბაჩო ახალაიას მეუღლემ, ანი ნადარეიშვილმა დაწერა.
„ბაჩო გაამართლა უზენაესმა სასმართლომ!“,-წერს ნადარეიშვილი. მისივე ინფორმაციით საქმე თავდაცვის ეპიზოდის სამ ბრალს ეხება. „თავდაცვის ეპიზოდი: სამივე ბრალი: 1. "ვაშლი თლა", 2. "წელსზევით შიშველ ჯარისკაცებს რომ არბენინებდა სენაკის ბაზაზე" და 3. სუტენიორ აბესაძეს წიწაკა რომ ესროლა“,-წერს ნადარეიშვილი