პოლიტიკა
საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"ოჯახი შეძრწუნებულია მომხდარით, ჩვენთვის სრულიად მოულოდნელი და თავზარდამცემია ეს ტრაგედია. ძალიან გვიჭირს, მომხდარს რაიმე ახსნა მოვუძებნოთ. ეროსი მუდამ ენერგიული და აქტიური ხასიათით გამოირჩეოდა და სულ ბოლო პერიოდშიც არაერთ განსახორციელებელ პროექტზე ფიქრობდა. აქედან გამომდინარე, ოჯახი არ ეთანხმება თვითმკვლელობის ვერსიას და ელოდება გამოძიების დამთავრებას",-ნათქვამია განცხადებაში.