პოლიტიკა
ტელეკომპანია "თრიალეთის" დამფუძნებლი და ეროსი კიწმარიშვილის უახლოესი მეგობრი ბადრი ნანიტაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს და კიწმარიშვილთან ერთად გატარებულ ბოლო დღეს დეტალურად აღწერს

1-zachem-pol2საქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი.
„მე, გუშინ, თითქმის დილამდე ვიყავი ეროსის ოჯახთან და ახლობლებთან, ხოლო განცხადება რაც გავაკეთე, კიდევ გავიმეორებ: გუშინწინ, ეროსი კიწმარიშვილმა და გია ხევიაშვილმა გამომიარეს ნუცუბიძის ქუჩაზე. მე დავჯექი ეროსის ავტომანქანაში და წავედით ვაჟა-ფშაველას ქუჩის დასაწყისში, სადაც დავსხედით პიცერია "პრეგოში". იქ ეროსი იყო მხიარულ ხასიათზე. პიცას უწონებდა კაფეს. შემდეგ დაიწყო მომავალ გეგმებზე ლაპარაკი. ამბობდა, უნდა გავხსნა საკაბელო ტელევიზია და არასამთავრობო ორგანიზაციაო. რომ, ორ წელიწადში ზედიზედ სამი არჩევნები მოდის და ბევრი სამუშაო მექნებაო. ამბობდა, მართალია არჩევნები წავაგე, მაგრამ აქამდე, ორი წელიწადი ხელისუფლებამ ჩამძირა, სახლში ჩამკეტა და ამ არჩევნებმა მე სახლიდან გამომიყვანა და გამააქტიურაო. კიდევ, ამბობდა, რომ რუსთავი 2 თან მოლაპარაკება მაქვს, სამოცი წუთი უნდა ავღადგინოვო.. მაგარი ბომბი გადაცემა უნდა გავაკეთოვო. კაფეში, დანით პიცის ნაჭერს ჭრიდა და თითი გაიჭრა. ხევიაშვილი გარეთ გავიდა აფთიაქში და ბინტი შემოუტანა, მაგრამ არ დასჭირდა.კაფედან წამოსვლის შემდეგ, ხევიაშვლი მივიყვანეთ მის ავტომანქანასთან, ეროსის სახლთან. ამ დროს ეროსიმ მთხოვა გავყოლოდი იარაღის მაღაზიაში, რომ ძმის დაბადების დღე იყო და საჩუქარი მინდა გავუკეთოვო. რაღაც ადრინდელი ნაჩუქარი იარაღი მაქვსო და იმის გაფორმება თუ რთული არ იქნება, იმას ვაჩუქებო. თან ვაზნების ყიდვა უნდოდა იმ იარაღის. მაღაზიაში გასაუბრების შემდეგ, უთხრა რომ კარგი, ეხლა იმის დევნა დიდ დროს წამართმევს და რახან ახალის ყიდვა უცებ ხდება, ახალს ვიყიდიო. ამის შემდეგ კარგა ხანს ვარჩევდით იარაღს. მაღაზიის შემდეგ, ამოწერილი საბუთები წავიღეთ პოლიციაში, მაგრამ გვითხრეს რომ სამუშაო უკვე დამთავრებულია და მეორე დილით მივსულიყათ. ეროსიმ მითხრა შენ ალბათ ადრე ვერ გაიღვიძებო და მე ათ საათზე მივალო.
მე ეხლაც ვაცხადებ, რომ ეროსის თავის მოკვლის მიზეზი არც ქონია და არც მის ხასიათზე და მომავალ გეგმებზე ლაპარაკის დროს არ ჩანდა. მხოლოდ, მომავალი საქმეების კეთებისთვის შემართებული ადამიანის ლაპარაკი იყო.ამას ვწერ იმ პროვოკატორებისთვის, რომლებიც ადამიანის განადგურებისთვის და მოსპობისთვის ავრცელებენ ასეთ ცილისწამებებს! ტელეფონი გამორთული მქონდა, იმის გამო რომ დღეს დილის რვა საათზე დავიძინე", - წერს სოციალურ ქსელში ნანიტაშვილი.