უცხოეთი
კიევის მაიდანს რუსული ფედერალური სამსახურებისა და მარგინალური პარტიების პროექტი უწოდა.
1-zubkipokaji-zar3საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. „ის რაც დღესდღეობით მაიდანზე ხდება არის მისი მნიშვნელობის დისკრედიტაცია, ეს არის უკრაინის ნაწილ-ნაწილ გაყიდვა. გაურკვეველი, უსიმპატიო, ბნელი ხალხის კონცენტრაცია მთავარ მოედანზე წარმოადგენს რუსული ფედერალური სამსახურებისა და მარგინალური პარტიების პროექტს“, - გამოაქვეყნა ავაკოვმა თავის Facebook-ის გვერდზე. შეგახსენებთ, რომ გასული მაისის არჩევნებზე გამარჯვებული პარტია უშედეგოდ ცდილობდა განედევნა თავდაცვის წარმომადგენლები მაიდნიდან. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ რამდენიმეჯერ აწარმოა მოლაპარაკაება აქტივისტებთან, თუმცა მიუხედავად ამისა, ისინი მთავრობის შემოთავაზებებზე კატეგორიულ უარს აცხადებდნენ.
რამდენიმე დღის წინ კლიჩკომ მათ შვებულებაც კი შესთავაზა, მაგრამ აქტივისტები მაინც თავისას არ იშლიდნენ.
ავაკოვმა ასევე დაამატა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს გეგმა მაიდანზე მიმდინარე სიტუაციის საწინააღმდეგოდ.
„ბანდიტების წინააღმდეგ გამოყენებული ძალა, გამართლებული იქნება, მათ კი, ვინც ცდება, ერგება კეთილი სიტყვა და დარწმუნება. მე ამ ყრილობას მაიდანს ვერ ვუწოდებ. მე მაქვს ამის თქმის სრული უფლება, ვინაიდან მაიდნის კომენდანტი ვიყავი, მე იქ ცხოვრება გავატარე, ახლა კი იქ არაფერი მესაქმება. ვინაიდან ის, რაც ამჟამად იქ ხდება წარმოადგენს ყველაფრის ტოტალურ დისკრედიტაციას“, - განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს თავკაცმა.