მიხეილ კოვალი: „უკრაინა რუსეთთან ფართომაშტაბიანი ომის ზღვარზეა“
საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ ტელეარხ ICTV-ს პროგრამა „თავისუფალ სიტყვაში“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხეილ კოვალმა. - იუწყება გაზეთი „უკრაინული სიმართლე“. „სამწუხაროდ, უკრაინა დღესდღეობით ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ფართომაშტაბიანი აგრესიის ზღვარზე დგას. სინამდვილეში ამჟამად უკრაინის საზღვრებზე განლაგებულია რუსული სამხედრო შენაერთები. ჯარის მეტად ძლიერი 22-ათასიანი დაჯგუფება კი ანექსირებულ ყირმიში იმყოფება“, - განაცხადა კოვალმა.