პუბლიკაციები
ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედროებმა ავღანელ ჯარიკსაცებს საარტილერიო ქვემეხის ტექნიკური მომსახურების კურსი ჩაუტარეს

1-gaubica-aqt1საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. ავღანეთის ეროვნული არმიის 205-ე კორპუსის სამხედროებს წვრთნა საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო ინსტრუქტორის, ვიცე-პოლკოვნიკ მიხეილ ქამხაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. საარტილერიო სწავლება ყანდაღარის პროვინციაში, ავღანურ სამხედრო ბაზა „Eagle”-ში სამი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საარტილერიო სწავლების დასრულების შემდეგ, მთავარმა ინსტრუქტორმა კურსდამთავრებულებს სწავლების გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა. ცერემონიას  სამთო-სადაზვერვო ბატალიონის მეთაური, ვიცე-პოლკონიკი ილია ტიკურიშვილი, ასევე, ავღანეთის ეროვნული არმიის 205-ე კორპუსის სამეთაურო რგოლი - ბაზა Hero- მეთაური, გენერალ-მაიორი  ჰამიდულა ჰამიდ და ზაბულის პროვინციის მეორე ბრიგადის მეთაური, გენერალი მუჰამედ აკრამ სომი დაესწრნენ.