პოლიტიკა
“სწორედ თქვენმა ქვეყანამ შეიფარა ბოლშევიკური ანექსიის დროს საქართველოს დევნილი მთავრობა!” - საქართველოს პრეზიდენტის პირადმა წარმოადგენლმა საფრანგეთის პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილის მილოცვის წერილი გადასცა

1-selfen-pol1საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის პირადმა წარმომადგენელმა ირინა იმერლიშვილმა ფრანსუა ოლანდს გიორგი მარგველაშვილის მისალოცი წერილი გადასცა, სადაც, კერძოთ, ნათქვამია:

„ბატონო პრეზიდენტო,
ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გიხდით გულწრფელ მადლობას იმ მხარდაჭერისათვის, რომელსაც თქვენ, თქვენი მთავრობა და ფრანგი ხალხი იჩენს ჩვენიქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად.
საფრანგეთს ქართველები განსაკუთრებულად აფასებენ. სწორედ თქვენმა ქვეყანამ შეიფარა ბოლშევიკური ანექსიის დროს საქართველოს დევნილი მთავრობა. მათმადიდმა ნაწილმა თქვენს მიწაზე ჰპოვა განსასვენებელი.  დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საფრანგეთის თანადგომა  ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიისა დაკეთილდღეობის შენების პროცესში საქართველოს მოქალაქეთა დიდ მადლიერებას იმსახურებს.
დიდად ვაფასებ ჩვენ ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ კავშირს და მჯერა, რომ ჩვენი თანამშრომლობით კიდევ უფრო გავაღმავებთ და გავაძლიერებთ მას.“