პოლიტიკა
“მსურს, საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით მოგილოცოთ საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული დღესასწაული და გისურვოთ ყოველივე საუკეთესო!” – ასე მიულოცა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს ბასტილიის აღების დღ
1-proudlypres-pol2საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობის მეთაური დღესასწაულთან დაკავშირებით საფრანგეთის საელჩოს მიერ გამართულ საზეიმო მიღებას დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ორლანდს და ფრანგ ხალხს საქართველოსთვის რთულ პერიოდში გამოჩენილი მხარდაჭერისთვის. ჩვენთვის დიდი პატივია იმის ხილვა, რომ ჩვენმა სამხედროებმა ამ დილით პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე ქართული დროშით ჩაიარეს პარიზში, ელისეს მინდვრებზე . არ შემიძლია განსაკუთრებული სითბოთი არ გავიხსენო ის ორი წელი, რომელიც გავატარე პარიზში. მე ვიყავი სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტი და ეს დრო ძვირფასი და სრულიად დაუვიწყარია ჩემთვის“, - განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.