პოლიტიკა
საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება

1-beautificwoman-pol3საქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. პროექტი, რომელიც საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის მთავრობას შორის ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში ხორციელდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა დენა ჰაიდიმ მთავრობის ადმინისტრაციაში პირისპირ გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

კომპაქტს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო ახორციელებს, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს. მთავრობის მეთაურმა შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის ძალისხმევას არ დაიშურებს.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ გაიმართა გაფართოებული შეხვედრა, სადაც აღინიშნა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ კომპაქტი განათლების სფეროს განვითარებისთვის გამოყო.