პუბლიკაციები
ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს! ტყვია ფულის ნაცვლად, თუ მან მეტისმეტი იცოდა? პისტოლეტი იყო მის მიერ სიკვდილამდე ერთი დღით ადრე დაჩქარებული მეთოდით შეძენილი და მისსავე სახელზე გაფორმებული, ნუთუ მას ემუქრებოდნენ? ქონდა თუ არა მას იარაღის ტარების უფლება?

1-datlook-saz2-mainსაქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებელი, რუსეთში საქართველოს ყოფილი სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი, ქ.რუსთავის მერობის ყოფილი კანდიდატი ეროსი კიწმარიშვილი გუშინ, საკუთარ ავტომანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. შსს-ს განცხადებით, კიწმარიშვილის ცხედარი სამართალდამცველებმა მისი საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხში, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩა №13-ში იპოვეს. იქვე აღმოჩენილია მისი ცეცხლსასროლი იარაღი. სიკვდილის მიზეზი - ცეცხლსასროლი ჭრილობა თავის არეში. გამოძიება მიმდინარეობს საქაეღველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით „თვითმკვლელობა“, გამოძიებას საქართველოს მავარი პროკურატურა აწარმოებს. ცნობისთვის:1964 წელს დაბადებული, განათლებით ექიმი ეროსი კიწმარიშვილი რუსთაველი იყო. მან 20 წლის წინ რუსთავში დააფუძნა, ტელეკომპანია "რუსთავი 2". იყო საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი და რუსეთში საქართველოს ელჩი. 2014 წლის 10 მაისს ეროსი კიწმარიშვილი რუსთავის მე-20 საოლქო საარჩევნო კომისიაში მერობის კანდიდატად დაარეგისტრირა პარტია "ჩვენი საქართველოს" წარმომადგენელმა.

ტელეკომპანია "რუსთვის 2"-ის დამფუძნებელი ეროსი კიწმარიშვილი მოკლეს!“ -  ამის შესახებ "Facebbok”-ის" პირად გვერდზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრი კობა სუბელიანი წერს. "ეროსი კიწმარიშვილი ჩაცხრილეს სახლთან, თავში აქვს ნასროლი", - წერს სუბელიანი. გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, კიწმარიშვილზე ყიფშიძის ქუჩაზე შეიარაღებული თავდასხმა განხორციელდა.
საქინფორმი: "როგორც ირკვევა, კიწმარიშვილის მანქანაში აღმოჩენილი პისტოლეტი, იყო მის მიერ სიკვდილამდე ერთი დღით ადრე შეძენილი - თითქოს იყო მისი ძმის დაბადების დღისთვის მომზადებული საჩუქარი. ჩნდება კითხვა - რა საჭიროებას წარმოადგენდა პისტოლეტის ეროსის სახელზე გაფორმება, თანაც დაჩქარებულ რეჟიმში, ერთ საათში და დამატებითი ხარჯით, თუ კი ერთი დღის შემდეგ იგი მისი ძმის სახელზე უნდა გადაფორმებულიყო? გარდა ამისა დიდია იმის ალბატობაც, რომ პისტოლეტი მხოლოდ შენახვის ნებართვით იყო გაფორმებული. თუმცაღა კიწმარიშვილი მას თან ატარებდა, რაც კანონმდებლობით ითვლება სისხლის სამართლის დანაშაულად და ითვალისწინებს ხუთწლიანი ვადით თავისუფლების აღკვეთას". ნუთუ იგი კანონის დარღვევაზე შეგნებულად წავიდა, რადგან იგრძნო უფრო სერიოზული საფრთხე, არა სახელმწიფოსგან, არამედ სხვა რამისგან.

 

1-krax-saz2-qvem