პოლიტიკა
“მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო სრულიად საქართველოს არჩევნების წარმატებით დასრულება” - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის გუშინნდელ სხდომაზე

1-ggrrbbr-pol2საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. მთავრობის მეთაურის შეფასებით, არჩევნების წარმატებით დასრულება ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. ვულოცავ ჩვენს ამომრჩეველს, მხარდამჭერებს. არჩევნებამდე ვამბობდით, რომ ყველა რაიონში მოვიგებდით და ეს ასეც არის. ყველა რაიონში გავიმარჯვეთ დამაჯერებლად“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, წარმატებული არჩევნების წარმატებული დაგვირგვინება იყო 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატში გერმანიის ნაკრების გამარჯვება. მთავრობის მეთაური ჩემპიონატის დაწყების დღიდან გერმანიას გულშემატკივრობდა.