პოლიტიკა
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი პარიზში 14 ივლისს ბასტილიის აღების დღეს, პირველი მსოფლიო ომის ხსოვნისადმი მიძღვილ აღლუმსა და ღონისძიებებს დაესწრო

1-shirokismail-pol1საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. უშუშროების საბჭოს მდივანი საფრანგეთში საქართველოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგელის სტატუსით იმყოფება. ელისეის მინდვრებზე  80-მდე ქვეყნის საპატიო ყარაულმა საკუთარი  ქვეყნების ეროვნული დროშებით ჩაიარეს. აღლუმს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე, დესპანი და სამხედრო ატაშე. აღლუმს 80-მდე ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრო.

სამხედრო აღლუმზე საჰაერო და სახმელეთო ტექნიკის პრეზენტაცია შედგა, აღლუმი საფრანგეთის პრეზიდენტმა  მიიღო, რის შემდეგაც  საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის სახელით, დელეგაციების ხელმძღვანელებისთვის ოფიციალური სადილი გაიმართა, რომელსაც ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილიც დაესწრო. საქართველოს პრეზიდენტმა  საფრანგეთის ხელისუფლებასა და ფრანგ ხალხს ეს დღე მიულოცა და ფრანსუა ოლანდს მისალოცი წერილი გაუგზავნა.