აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტი ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრს მიურეი მაკკალის შეხვდა

1-heavysmile-aqt3საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა მიურეი მაკკალის ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის და წყნარი ოკეანის რეგიონში არაღიარების პოლიტიკის გატარებისთვის. გიორგი მარგველაშვილმა მადლიერებით აღნიშნა, რომ ახალმა ზელანდიამ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას დევნილთა და ლტოლვილთა შესახებ. საუბარი შეეხო ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის პროცესსაც.
შეხვედრისას, მხარეებმა ქვეყნებს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს და ტურისტულ და ტრანსპორტის სფეროებში მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს სოფლის მეურნეობის სფეროში ურთიერთობასაც და აღნიშნეს, რომ ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია ახალი ზელანდიის მდიდარი გამოცდილების გაზიარება.