საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილისა და სანდრა რულოვსის დაცვის უფროსები დაკითხვაზე არიან დაბარებული

1-mikhasandra-saz3საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და მისი მეუღლის, სანდრა რულოვსის დაცვის უფროსები მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე არიან დაბარებული. ისინი უწყებაში დღის განმავლობაში უნდა გამოცხადდნენ. როგორც პროკურატურიაში აცხადებენ, ისინი საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობის მიღების მიზნით არიან დაბარებული. დამატებით ინფორმაციას კი გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ აკონკრეტებენ.

 

დაკითხვაზე ასევე  დაბარებულები არიან თემო საჯაია, გიორგი ლაგურიშვილი, ქალბატონი, რომელიც ყოფილ პირველ ლედის საოჯახო საქმეებში ეხმარებოდა, ასევე, „რუსთავი 2"-ის დაცვის უფროსი რამაზ ლაფაჩიშვილი, რომელიც დაკითხვაზე უკვე გამოცხადდა. ლაფაჩიშვილი აცხადებს, რომ მას დაუკავშირდა პროკურატურის გამომძიებელი ალეკო ჯიბლაძე და დაკითხვაზე მისვლა სთხოვა. რა საქმეზეა დაბარებული, მისთვის ჯერჯერობით უცნობია.