ოპერატიული მომზადების სამმართველოს სწავლებების განყოფილების უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ბესარიონ გონგაძემ „საგანგებო სიტუაციების დროს თავდაცვის სამინისტროს როლზე“ პრეზენტაცია წარადგინა და „CMEP“-ის მიზნებზე ისაუბრა. მან ფართომასშტაბიანი კატასტროფის დროს სხვადასხვა უწყების ერთიანი ძალისხმევით მუშაობაზე, ასევე, ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს მოქალაქეთა დახმარებაზე, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების ამოცანებსა და ჩართულობის კონკრეტულ ფორმებზე გაამახვილა ყურადღება.
ქართულ-ამერიკულ სწავლებას საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები ხელმძღვანელობენ. ტრენინგში ყველა სამინისტრო, ასევე, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოა ჩართული. სწავლების უშუალო მხარდაჭერას აშშ-ის ეროვნული გვარდია უზრუნველყოფს.