უცხოეთი
მსოფლიოში სამი ყველაზე მდიდარი ადამიანი აშშ-ის კონგრესის წინააღმდეგ გაერთიანდა
whitehouse-zar2საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. ბილ გეითსმა, უორენ ბაფეტმა და შელდონ ადელსონმა გაზეთ The New York Times”-ის გამოქვეყნებულ სტატიაში ამერიკის საკანონმდებლო ორგანო არასწორი საიმიგრაციო პოლიტიკის წარმართვის გააკრიტიკეს.
„ამერიკა მეტს იმსახურებს“, - აცხადებენ მილიარდერები, რომელბიც თვლიან, რომ კონგრესს არ შესწევს კომპრომისებზე წასვლის ძალა და ამრიგად ამერიკელ მოქალაქეებს დარტყმის ქვეშ აყენებს.  მათი თქმით - „მოცემულ სიტუაციაში, ხელისუფლება მეტ ძალას ხარჯავს ოპოზიციასთან ბრძოლაში, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის ინტერესების წინსვლაზე იზრუნოს, ეს კი ამერიკელების უმრავლესობასა და პრაქტიკულად ყველა კომპანიებიის ხელმძღვანელელს ძლიერ თრგუნავს“. მილიარდერები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებებისა, ისინი მაინც საერთო აზრს აფიქსირებენ.