იაცენიუკმა თანამდებობა დატოვა
საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. უკრაინის პრემიერ მინისტრის, არსენ იაცენიუკის გადადგომის დოკუმენტი ჯერ ხელმოწერილი არაა და ამჟამად უზენაესი რადას სპიკერის, ალექსანდრე ტურჩინოვის სეიფში ინახება. უკრაინული გამომცემლობის ინფორმაციით იაცენიუკმა თანამდებობის დატოვება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც 3 ივლისს უზენაესმა რადამ „გაზთან დაკავშირებული“ ორი კანონპროექტი ჩააგდო. მისი განცხადებით, 4 თვის თანამშრომლობის მანძილზე არც ერთი მნიშვნელოვანი კანონი არ იქნა მიღებულუ.
თავის მხრივ, პარლამენტში შემავალმა „გაზთან დაკავშირებულმა“ კანონპროექტებმა არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვიეს. კანონპროექტების გათვალისწინებით ხდება შესაძლებელი განსაკუთრებული ფუნქციონირების პერიოდის მქონე ენერგოსაწვავის კომპლექსის შემოღება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უკრაინაში ენერგომომარაგების დეფიციტია.