აქტუალური
საქართველო, 14 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კოალიცია “ქართული ოცნების” ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის წინასწარ შედეგებს მთავრობის წევრებთან და უმრავლესობის წარმომადგენლებთან ერთად “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გაეცნო.
მთავრობის მეთაურმა და მმართველი გუნდის წევრებმა დავით ნარმანიას არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს.