უცხოეთი
საქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს თავის ერთკვირიან ლათინოამერიკულ ტურში მიემგზავრება. მისი ვიზიტი რუსეთისგან ამდენად შორსმდებარე ადგილას, უკავშირდება რუსეთთან დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობების მქონე კუბას.
ხელისუფალმა განაცხადა, რომ რუსეთი ოპტიმიზმის თვალით უყურებს სამომავლო ურთიერთობებს კუბასთან. „რუსი ერი კუბელების მიმართ პატივისცემითა და სიმპატიითა განწყობილი“, - აღნიშნა პუტინმა.
მიუხედავად იმისა, რომ XX საუკუნეში კუბასა და რუსეთს ორმხრივმა თანამშრომლობამ სტაგნაცია განიცადა.
ამჟამად რუსეთი უკვე ცდილობს დაკარგული დროისა და შესაძლებლობების ანაზღაურებას.