აქტუალური
„ნებისმიერი ანონსი დამატებითი დებატების გამართვის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, მოვუწოდებთ ტელემაყურებლებს არ აყვნენ ცრუ ინფორმაციას და არ შევიდნენ შეცდომაში!“

1-smilezumier-aqt2საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. 2014 წლის 9 ივლისის, დავით ნარმანიას („ქართული ოცნება“) და ნიკა მელიას (ნაციონალური მოძრაობა“) ტელედებატს თვითმართველობის არჩევნების მე-2 ტურამდე 3 დღით ადრე „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი ეხმაურება და კერძოდ აღნიშნავს:

„დებატებმა საზოგადოებას მისცა საშუალება,  შეეფასებინა თითოეული კანდიდატის საარჩევნო პროგრამა თუ დაპირებები და გაეკეთებინა შესაბამისი დასკვნები. ვფიქრობთ, ეს დიდად დაეხმარება ჩვენს ამომრჩეველს 12 ივლისს საბოლოო, სწორი არჩევანის გაკეთებაში.
რაც შეეხება სხვა დაანონსებულ დებატებს, რომელშიც თითქოსდა თბილისის მერობის კანდიდატები მიიღებენ მონაწიელობას, არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა. საზოგადოებისთვის თავიდანვე  ცნობილი იყო  „ქართული ოცნების“ პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით.  ჩვენ არ გვსურდა რომელიმე  ტელევიზიისთვის მიგვენიჭებინა უპირატესობა და სწორედ ამიტომ ვითხოვდით შესაბამის ფორმატს, რომლის ფარგლებშც ყველა ტელევიზიას მონაწილეობის თანაბარი შესაძლებლობა ექნებოდა.
გარდა ამისა,  „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ბატონმა დავით ნარმანიამ,  გუშინდელი დებატების წინ, ტელევიზიებისთვის გაკეთებულ კომენტარში,   ოფიციალურად უარყო მისი  რაიმე დამატებით დებატებში მონაწილეობის შესაძლებლობა“.