აქტუალური
“მე მჯერა, რომ ანაკლიის პორტი იქნება ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი საქართველოსთვის და ეს პროექტი ისტორიულ მნიშვნელობას შეიძენს!” - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის პრეზენტაციაზე

1-shadows-aqt1საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ - მინისტრი: ჩვენ ამ საკითხზე ძალიან ბევრი ვიმუშავეთ და პორტის აშენების გადაწყვეტილება მივიღეთ მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩატარდა კვლევები და დაიდო კვალიფიციური დასკვნა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანაკლიის პორტს შესაძლებლობა ექნება მიიღოს დიდი ზომის - .. პანამაქსისა და პოსტპანამაქსის ტიპის გემები. პორტი შეძლებს 100 მილიონ ტონამდე შერეული ტვირთის გადამუშავებას. ეს მართლაც დიდი მასშტაბებია და უდავოდ იძლევა იმის საფუძველს, რომ ანაკლია გახდეს საერთაშორისო მნიშვნელობის საკვანძო ადგილი, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ბუნებრივი ლოგისტიკური კვანძი“.
ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის განხორციელების შედეგად გაჩნდება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი;
განვითარდება ლოგისტიკის ბიზნესი, რაც გულისხმობს არა მარტო საქართველოს ტერიტორიაზე შემოსული ტვირთების გადაზიდვას სხვა ქვეყნებში, არამედ ასეთი ტვირთების საქართველოშივე გადამუშავებასა და მათთვის დამატებითი ღირებულების მინიჭებას.