პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აშშ-ის სამხედრო ძალების სტრატეგიული ტრანსპორტირების (USTRANSCOM) სარდალს, გენერალპოლ სელვას შეხვდა

1-siestool-pol3საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. მხარეებმა რეგიონში არსებული პოლიტიკური ვითარება განიხილეს, საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და აშშ-ის  თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს. 

შეხვედრისას, ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს მიერ  შეტანილი წვლილი ISAF-ის მისიაში.  ამერკელი გენერალი ავღანეთიდან ნატო-ჯარების გაყვანის კონტექსტში საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით დაინტერესდა. საქართველოს პრეზიდენტმა აშშ-ის დელეგაციას სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდა. საუბრისას, მხარეებმა ასევე ხაზგასმით აღნიშნეს აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობადა უელსის სამიტზე საქართველოს ნატო-სთან დაახლოების პერსპექტივა