პოლიტიკა
პოლონეთი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას უმოკლეს ვადებში განახორციელებს, პროცედურა სექტემბრიდან, მას შემდეგ დაიწყება, რაც პოლონეთის პარლამენტი მუშაობას განაახლებს

1-polakuntirakli-pol2საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და  პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალ  ბოგდან ბორუსევიჩის შეხვედრაზეგახდა ცნობილი. როგორც გაირკვა, დოკუმენტის რატიფიცირება მოხდება მოლდოვასა და უკრაინასთან გაფორმებულ ხელშეკრულებებთან ერთობლიობაში.

საქართველოს პრემიერ–მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის კიდევ უფრო გააძლიეროს ძალისხმევა რეფორმების განხორციელების კუთხით „ასოცირების დღის წესრიგის“ მიხედვით, რომელიც წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ძირითად მექანიზმს და ითვალისწინებს ერთობლივად შეთანხმებულ პრიორიტეტებს 2014-2016 წლებისთვის.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალს  საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისკენ მიმართული  უდიდესი ძალისხმევისთვის.