პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი პოლონეთის სენატის მარშალს ბოგდან ბორუსევიჩს შეხვდა, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის პერსპექტივებიგანიხილეს

1-ichbinstickenhomo-pol1საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. პოლონურმა მხარემ, უპირველესად, მიულოცა საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა და აღინიშნა,რომ მისი რატიფიცირება მაქსიმალურად მოკლე დროში მოხდება. ბოგდან ბორუსევიჩმა აღნიშნა, რომ პოლონეთი მხარს უჭერს საქართველოსევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში. მისი თქმით, პოლონეთი იქნება საქართველოს აქტიური მხარდამჭერი ნატო-ს სამიტზე, რომელიცდიდ ბრიტანეთში სექტემბერში გაიმართება. შეხვედრის დასასრულს, გიორგი მარგველაშვილმა პოლონურ მხარეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა დასუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.