პოლიტიკა
აპატურაი: „პრემიერ-მინისტრისგან მოვისმინეთ ორი ძირითადი მესიჯი. პირველი არის ის, რომ გვქონდეს რეალური პაკეტი უელსის სამიტზე და მეორე ის, რომ საქართველო მზად არის, განაგრძოს სვლა ნატო-ში ინტეგრაციასთან მაქსიმალური დაახლოებისკენ“

1-shake-pol3-mainსაქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა:

ჩვენ კომუნიკეს პროექტს უელსის სამიტის წინ აგვისტოში მოვამზადებთ და დარწმუნებული ვარ, მასში აისახება არა მხოლოდ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება, არამედ საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი”.
შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, მხარეებმა ალიანსის მხრიდან საქართველოსთვის ინიცირებულ თანამშრომლობის ახალ, ძირითად პაკეტთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს და განიხილეს უელსის ნატო-ს სამიტისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. პრემიერ-მინისტრისგან მოვისმინეთ ორი ძირითადი მესიჯი. პირველი არის ის, რომ გვქონდეს რეალური პაკეტი უელსის სამიტზე და მეორე ის, რომ საქართველო მზად არის, განაგრძოს სვლა ნატო-ში ინტეგრაციასთან მაქსიმალური დაახლოებისკენ, –აღნიშნა გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

1-shakeagain-pol3-qvem