აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სამხრეთ კავკასიის რეგიონსა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის საბჭოს სპეციალურწარმომადგენელს ჰერბერტ სალბერს შეხვდა, რომელმაც ამ თანამდებობაზე ფილიპ ლეფორი შეცვალა

1-diplomatandpresident-aqt3საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. შეხვედრისას მხარეებმა ევროკავშირთან დაახლოების პოლიტიკასა და კონფლიქტურ რეგიონებში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრეს. მადლობელი ვარ, რომ დღეს მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა საქართველოს პრეზიდენტთან როგორც ზოგადად ევროკავშირის შეხედულებზე საქართველოსთან დაკავშირებით, ისე კონკრეტულად ჩემი მანდატის თაობაზე, რომელიც უკავშირდება კონფლიქტებს საქართველოში. თქვენ იცით, რომ ამკონფლიქტების თემას რეგულარულად განვიხილავთ საერთაშორისო მასშტაბით - ჟენევის ფორმატში. ასეთი შეხვედრა ახლახან გაიმართა. როგორც ამპროცესის თანამონაწილეები, ჩვენ - ევროკავშირი, გაერო, ეუთო - ვცდილობთ მოვიძიოთ გზები უფრო მეტი შედეგის მისაღებად, რაც უფრო მეტ სარგებელსმოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას. ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტს ჩვენი შეხედულებები გავაცანით და დიდად ვემადლიერებით მას იმისათვის,რომ გამოთქვა მზადყოფნა მოესმინა ჩვენი პოზიცია. ჩვენი მხრივ, ჩვენც ვითვალისწინებთ საქართველოს ლიდერთა შეხედულებებს“, - განაცხადაევროკავშირის საბჭოს წარმომადგენელმა.
ჰერბერტ სალბერი თანამდებობას 2015 წლის 28 თებერვლამდე დაიკავებს.

1-folks-aqt3-qvem