აქტუალური
მარგველაშვილი: „საქართველო, როგორც ნატო-ს, ისე გაერო-ს სამიტზე პრეზიდენტის სახით, იქნება წარმოდგენილი!“, - საქართველოს პრეზიდენტსა და ნატო-ს გენერალური მდივნის სპეცწარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაის შორის პირისპირ შეხვე

1-jamesandpresident-aqt2საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. შეხვედრისას მხარეებმა უელსში დაგეგმილი ნატო- სამიტის მოსამზადებელი სამუშაოების დეტალები განიხილეს. გიორგი მარგველაშვილმა ჯეიმს აპატურაისთან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დაესწრება ნატო- სამიტს.
ბრწყინვალე შეხვედრა მქონდა პრეზიდენტთან. ძალიან მადლიერი ვარ, რომ მოგვეცა მასთან შეხვედრის შესაძლებლობა.მოხარული ვართ, რომ საქართველოს სამიტზე ის წარმოადგენს. ვიმედოვნებ, იგი იქნება თავის მინისტრებთან ერთად, რადგან ძალიან ბევრი შეხვედრაა დაგეგმილი. პრეზიდენტი დაესწრება ISAF-ის მისიის ბოლო შეხვედრას, რომელზეც მივიღებთ უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ყველამ ნახეთ, რა ხდება ავღანეთში პოლიტიკური გაურკვევლობის გამო. ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ავღანეთის მთავრობის პოზიცია სამიტის პერიოდში, რომ შეძლოს ხელი მოაწეროს იმ მომდევნო მისიის შესახებ საჭირო სამართლებრივ ნორმებს, რომელშიც საქართველოც მიიღებს მონაწილეობას. ასე რომ, ვფიქრობ, განსახილველი ბევრი გვექნება. ISAF-ის მისიის დასრულების შემდეგ, ვიმედოვნებთ, რომ მალევე დაიწყება ურყევი მხარდაჭერის მისიაც. სამიტის ფარგლებში, რა თქმა უნდა, განვიხილავთ საქართველოსთან დაკავშირებულ ბევრ საკითხსაც, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
საქართველოს პრეზიდენტი გაეროს სამიტის მნიშვნელობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ იგი დაესწრება როგორც ნატო-ს, ისე გაერო-ს სამიტს.