აქტუალური
ეკონომიკურმა საბჭომ „ნენსკრაჰესის“ პროექტი დაამტკიცა, პროექტით მსხვილი კორეული სახელმწიფო კომპანია დაინტერესდა. მისი საინვესტიციო ღირებულება 570 მილიონი დოლარია, ხოლო დადგმული სიმძლავრე - 210 მეგავატი

1-economics-aqt1საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. 2015 წლის გაზაფხულიდან საქართველოში ნენსკრასჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყება, - გადაწყვეტილება ეკონომიკურმა საბჭომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დღევანდელ სხდომაზე მიიღო. პროექტით მსხვილი კორეული სახელმწიფო კომპანია დაინტერესდა. მისი საინვესტიციო ღირებულება 570 მილიონი დოლარია, ხოლო დადგმული სიმძლავრე - 210 მეგავატი.
როგორც ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, ნენსკრაჰესის მშენებლობა მიზნად ისახავს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში საქართველოს შიდა ბაზარზე არსებული დეფიციტის შემცირებას. ჰესის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დასრულდება. ჰიდროელექტროსადგურამდე მისასვლელი გზის სამშენებლო სამუშაოებს კი საპარტნიორო ფონდი წლის ბოლომდე განაახლებს.
ეკონომიკურ საბჭოზე საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ სხვა ღონისძიებებზეც იმსჯელეს.