საზოგადოება
მემორანდუმის ფარგლებში, ჩეხეთის განვითრების სააგენტო პროექტს 4 000 0000 ჩეხური კრონით (200 400 ევრო, 2014 წლის 11 ივნისის ოფიციალური სავალუტო კურსით) დააფინანსებს

1-handwritings-saz2საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემისა და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრსა და ჩეხეთის განვითრების სააგენტოს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. მხარეები საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ითანამშრომლებენ. ამჟამად საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს დეცენტრალიზაციის რეფორმას საქართველოში, რაც არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, რომ შეიქმნას თვითმმართველობის სისტემა, სადაც ხელისუფლება უფრო მეტად ანგარიშვალდებულია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებების მიმართ. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ წარმოვადგენთ ამ პროექტის ნაწილს, რომელიც ითვალისწინებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას, დეცენტრალიზაციის რეფორმის განმახორციელებელი ორი ძირითადი სამინისტროს ინსტიტუციონალურ გაძლიერებას და მათთვის რეფორმის პროცესის სხვადასხვა ასპექტში მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა
ჩვენ მოვუწოდებთ საჯარო დაწესებულებებს და უნივერსიტეტებს მონაწილეობა მიიღონ პროექტში ან ითანამშრომლონ საქართველოს ინსტიტუტებთან. ჩვენ გვსურს საქართველოს გავუზიაროთ საჯარო მმართველობის დეცენტრალიზაციის რეფორმიდან მიღებული გამოცდილება. ჩეხეთის რესპუბლიკა დახმარებას გაუწევს საქართველოს რამდენიმე საკითხთან მიმართებაში, რომელიც დაკავშირებულია საქართველო - ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელებასთან. ეს პროექტი სწორედ ამის მაგალითია“, - აღნიშნა მიხაელ კაპლანმა, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დირექტორმა.