საზოგადოება
“თქვენ სამშობლო გიშვებთ უმნიშვნელოვანესი მისიით და გელოდებათ სათანადო კვალიფიკაციით აღჭურვილებს!”- პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ დაფინანსებულ სტუდენტებს მიმართა

1-selfshots-saz1საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. მთავრობის მეთაურმა სტუდენტებს კონკურსში გამარჯვება მიულოცა: სწორედ ამიტომ, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, დაეხმაროს განსაკუთრებით ნიჭიერ ახალგაზრდებს, მისცეს მათ ცოდნის გაღრავების საშუალება იმ პირობით, რომ ისინი სამშობლოში დაბრუნდებიან და მიღებულ ცოდნას საკუთარ ქვეყანას მოახმარენ. ჩვენ გაძლევთ საშუალებას, ემსახუროთ სამშობლოს და მე, როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ.
პრემიერმა სორბონას უნივერსიტეტში სწავლის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ საქმიანობის გასაგრძელებლად სამშობლოში დაბრუნდა. ჩვენ მცირერიცხოვანი, მაგრამ ძალიან ნიჭიერი ერი ვართ. მე მჯერა ჩვენი ხალხის ნიჭიერების და მჯერა, რომ ძალიან მალე ჩვენი ქვეყანა იქნება წელგამართული. ჩვენ ამ პროექტს გავაგრძელებთ. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი გვასახელებს, - მიმართა პრემიერმა დაფინანსებულ სტუდენტებს.
ცნობისთვის: განათლების საერთაშორისო ცენტრმა, კონკურსის შედეგად 78 სტუდენტი შეარჩია, რომლებიც ცენტრის დაფინანსებით სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლიან.