პოლიტიკა
საქართველოს ექსპრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს 13 ივლისს კრწანისის რეზიდენციის ეზოში, მეუღლის გვერდით დაკრძალავენ

1-pochesti-pol1საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება 9–10 ივლისს კრწანისის რეზიდენციაში, 11–12 ივლისს  სამების საკათედრო ტაძარში 18:00 საათიდან.

13 ივლისს, 14:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში დაიწყება სამგლოვიარო ცერემონია, 15:00 საათზე  ექსპრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეს  სამებიდან გამოასვენებენ.

კრწანისის რეზიდენციაში გახსნილია სამძიმრის წიგნი.