სამართალი
შსს-ს აკადემიას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა

1-smirna-sam3საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიამ განათლების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ავტორიზაცია მიიღო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი მიენიჭა.

უახლოეს მომავალში შსს-ს აკადემიაში საპოლიციო რეგულირების სამართლის სამაგისტრო პროგრამა განხორციელდება. პროგრამის მიზანია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისთვის მოამზადოს საშუალო მენეჯერულ პოზიციებზე სათანადო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი, საპოლიციო ფუნქციების განმახორციელებელი, აკადემიური განათლების მქონე თანამშრომლები, რომლებიც იქნებიან კანონის უზენაესობის, დემოკრატიული და ჰუმანური ღირებულებების მატარებელნი.
დეტალური ინფორმაცია შსს-ს აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე და მიღების პროცედურების შესახებ განთავსებულია შსს-ს აკადემიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.