აქტუალური
ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტიკაში მიდის და ტელეწამყვანი ხდება - 2014 წლის ოქტომბრიდან ის თავის შვილის ტელეარხზე "GDS TV“ პოლიტიკურ თოქ-შოუს წაიყვანს!

1-ivanishv-aqt3საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. გუშინ სააგენტო Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ბერა ივანიშვილის არხზე "GDS TV (Georgian Dream Studio) უკვე ა.წ. ოქტომბრიდან პოლიტიკურ თოქ-შოუს ბიძინა ივანიშვილი წაიყვანს!
გავრცელებული ინფორმაცია ტელეკომპანიამაც დაადასტურა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილი ეკა ბერიძესთან ერთად გადაცემის თანამწამყვანი იქნება და არ არის გამორიცხული, მოგვიანებით თოქ-შოუმ "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" გადაინაცვლოს.
გავრცელებულ ინფორმაციას ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტიკაში მოსვლის შესახებ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ ბიძინა ივანიშვილის თოქ-შოუს პროდუსერი ნინო შუბლაძე იქნება, რომელმაც "რუსთავი 2" რამდენიმე თვის წინ მოულოდნელად დატოვა. Ambebi.ge შეეცადა ინფორმაცია თავად ნინო შუბლაძესთან გადაემოწმებინა, მაგრამ მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ამიტომ "GDS TV“ -ის მთავარ პროდუსერს, თემურ გოგოლაძეს დავუკავშირდით.

- ბატონო თემურ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილის შოუს პროდუსერი ნინო შუბლაძე იქნება, არის თუ არა მართალი ეს ინფორმაცია?
- ჯერჯერობით ამ გადაცემასთან დაკავშირებით არხზე მიმდინარეობს მუშაობა. გადაცემის სტრუქტურა მუშავდება. სამი თვე გვაქვს წინ და ამ დროში ბევრი რამ იცვლება. 

- თუ გქონდათ შეთავაზება ნინოსთან?
- ყველა ადამიანის კანდიდატურა განიხილება ვინც პროფესიონალია, მათ შორის ნინო შუბლაძეც.