დღეიდან ქართულ ეროვნულ ვალუტას - ლარს თავისი სიმბოლო აქვს
საქართველო, 9 ივლისი,
საქინფორმი. საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს თავმჯდომარის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
გიორგი ქადაგიძის თქმით, ქართული ლარის სიმბოლოს შემოღება ხელს შეუწყობს ეროვნული ვალუტის პოპულარიზაციას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.
ასევე სიმბოლოს პოპულარობა გაზრდის ცნობადობას საზოგადოებაში და შესაბამისად, დადებითად აისახება ქართული ფულის იმიჯზე. მისივე თქმით, სიმბოლოს ავტორია მხატვარი
მალხაზ შველიძე. ცნობისთვის: ლარის სიმბოლოს შექმნასთან დაკავშირებით, ეროვნულმა ბანკმა კონკურსი 2013 წლის დეკემბერში გამოაცხადა.