საზოგადოება
„შევარდნაძემ ცივი ომის დასრულებაში პრეზიდენტ გორბაჩოვთან, პრეზიდენტ რეიგანთან და მდივან შულცთან ერთად დიდი როლი ითამაშა!” - აშშ-ს სახმდივნის განცხადება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ე.შევარდნაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

1-wedo-saz3საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. ჯომ კერი: მეოცე საუკუნის 80-იან წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრად მუშაობის დროს შეიარაღებაზე კონტროლის მოლაპარაკებებისვის ახალი სიცოცხლის მიცემით მან ბირთვული კონფრონტაციის რისკი შეამცირა. იგი მკაცრი კურსის მომხრეებს დაუპირისპირდა და წინ აღუდგა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში ძალის გამოყენების მცდელობას, როდესაც ამ ქვეყნებმა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმები წამოიწყეს. იგი რეფორმებს საბჭოთა კავშირშიც უჭერდა მხარს. ქვეყნის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს მეორე პრეზიდენტი შევარდნაძე 90-იან წლებში ცდილობდა მყიფე მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფას და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის შეუქცევად გზაზე დაყენებას.
იმ დროს, როდესაც საქართველო მისი ერთ-ერთი დიდი სახელმწიფო მოღვაწის ცხოვრებას იხსენებს, ჩვენ მოვუწოდებთ საქართელოს ყველა მოქალაქეს ერთიანი, დემოკრატიული საქართველოს ერთგული დარჩეს“.