რელიგია
„ხელაღებით ჩვენი წინაპრების ნაბრძოლი მიწის გასხვისება ცოტა დამაფიქრებელია და ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ საკითხთან დამოკიდებულებაში” - სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა

1-Judaspriest-saz2-relსაქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა (იაკობაშვილი). ქადაგების სრული ვიდეოჩანაწერე იხილეთ აქ. ჩვენ, დიდი რწმენა უნდა გვქონდეს და უფალს რასაც ვთხოვთ, სხვა ადამიანისთვის თუ ისე, აუცილებლად შეგვეწევა. სარწმუნოება, სასოება და სიყვარული- ეს სამი რამ ადამიანს ძალიან აღამაღლებს,“ – ბრძანა, კერძოთ, მეუფემ და ისურვა, რომ ღმერთმა ინებოს, გაგვეხსნას გონების თვალი და ვეძიოთ ღვთის ნება.

 

მეუფე იაკობის თქმით, ადამიანს ყველგან შეუძლია კარგის დანახვა და მიღება, თუ ამის სურვილი აქვს.იცით, ჩვენი უწმინდესი ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ ბრძანდება. როდესაც გაბრძანდება და მერე საქართველოში ბრუნდება, რასაც კარგს ნახულობს, ბევრი რამ აქაც გადმოაქვს და აქაც მკვიდრდება. ყველგან შეიძლება კარგის ნახვა და კარგის მიღება, თუ ადამიანს გინდა მისი დანახვა,“- აღნიშნა მეუფემ.
მეუფე ქადაგებისას მოახლოებული არჩევნების თემასაც შეეხო.