აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში, თენგიზ ფხალაძე საერთაშორისო და უსაფრთხოების თემაზე მომუშავე ექსპერტებს - ანუ ცნობილ ქართველ მკითხავ პროქტოპოლიტოლოგებს შეხვდა!

1-aktualni-aqt3-mainსაქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. საუბრის მთავარი თემები საგარეო პოლიტიკა და არსებული გამოწვევები იყო. ექსპერტებმა პრეზიდენტის მრჩეველს საკუთარი პოზიცია გააცნეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი შეხვედრების რეგულარულობა, ექსპერტებისა და ანალიტიკოსების ჩაბმულობა, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის განვითარების საქმეში. საუბარი შეეხო იმ პრიორიტეტებს, რომელთა ხორცშესხმა უზრუნველყოფს ქვეყნის საგარეო პოლიტიკის წარმატებას, მათ შორის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში დროულ ინტეგრაციას.

შეხვედრა შეეხებოდა საგარეო პოლიტიკას და უსაფრთხოების საკითხებს. ვფიქრობ, ეს არის თემები, რომლებშიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისა და ჩვენი ანალიტიკური წრეების ჩაბმულობა. პრეზიდენტისათვის უმნიშვნელოვანესია ის რეკომენდაციები, რომლებიც წამოვა ანალიტიკური ცენტრისგან, სამოქალაქო საზოგადოებისგან - როგორ გავაერთიანოთ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა და ჩავაყენოთ ქვეყნის სამსახურში. მიმაჩნია, რომ თანამშრომლობის კარგი ფორმატი ჩამოყალიბდა, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. იმედი გვაქვს, რომ ერთიანი ძალისხმევით გადავწყვეტთ ამ მნიშვნელოვან საკითხებს, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ. შეხვედრისას, მათ საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე იმსჯელეს და ეროვნული უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

1-sxedan-aqt3-qvem