საზოგადოება
რუსეთის მხარეს აინტერსებს, ხომ არ იქონიებს ეს რაიმე გავლენას რუსეთ-საქართველოს ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებზე."ჩვენი აზრით, ევროპელი ექსპერტების აზრით, და ზოგადად ობიექტურად, არანაირი წინააღმდეგობა არ არსებობს ამ ორ მიმართულებას შორის", - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრის სპეცწარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების დარგში, ზურაბ აბაშიძემ რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში. „მხედველობაში მაქვს ის, რომ საქართველოს ექნება თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროკავშირთანაც და ეს სრულებით არ მოდის წინააღმდეგობაში მეზობელ ქვეყნებთან, კერძოდ რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებთან და იმასთან, რომ მათთანაც გვქონდეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი“, - აღნიშნა აბაშიძემ. პრაღის შეხვედრაში რუსეთიდან მონაწილეობდნენ ეკონომიკის განვითარების სამინისტროს დეპარტამენტის ხელმძღვანელი ა. ციბულსკი, ამავე სამინისტროს წარმომადგენელი მ. ბარანოვა და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი ვ. გორელოვი. საქართველო წარმოდგენილი იყო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დეპარტამენტის უფროსის, ლ. ღოღობერიძის, მისი მოადგილის, მ. გაბუნიას და საგარეო საქმეთა მრჩევლის, ს. სალუქვაძის მიერ. 9 ივლისს კი პრაღაში ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის, შეხვედრა გაიმართება.