პოლიტიკა
პრემიერი ღარიბაშვილი: „მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს ექს-პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის გარდაცვალების გამო“

1-pleasant-pol2საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი: განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ედუარდ შევარდნაძის წვლილი თანამედროვე მსოფლიოში საქართველოს გეოპოლიტიკური როლის ჩამოყალიბებაში. ედუარდ შევარდნაძე იყო საერთაშორისო მნიშვნელობის პოლიტიკოსი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა ,,ცივი ომისდასრულებასა და მსოფლიოს ახალი წესრიგის დამკვიდრებაში. ვუსამძიმრებ და თანაგრძნობას ვუცხადებ მის ოჯახსა და ახლობლებს
ცნობისთვის: საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, შეიქმნა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დამკრძალავი სახელმწიფო კომისია. დაკრძალვის ხარჯებს და ყველა საორგანიზაციო საკითხს საკუთარ თავზე მთლიანად სახელმწიფო აიღებს.