პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა, მხარეებმა დიდ ბრიტანეთში სექტემბერში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს

1-laughe-pol3-mainსაქართველო. 7 ივლისი, საქინფორმი. შეხვედრაზე იმედი გამოთქვეს, რომ აღნიშნულ სამიტზე სათანადოდ აისახება ის პროგრესი, რომელსაც საქართველომ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე მიაღწია. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა საქართველოს პრეზიდენტს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა მიულოცეს და შემდგომ სამუშაო გეგმაზე იმსჯელეს. საუბარი ასევე შეეხო რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებს და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს. შეხვედრის მსვლელობისას ყურადღება გამახვილდა, საქართველოს როგორც ევროკავშირის ასოცირებული წევრი ქვეყნის როლსა და რეგიონალური თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებზე.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ნატო-ს წევრი ქვეყნების ელჩებს საქართველოს ევროპულ და ჩრდილოატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში თანადგომისთვის.შეხვედრა პრეზიდენტის სასახლეში სამუშაო სადილის ფორმატით გაიმართა, რომელსაც ნატო-ს წევრი 17 ქვეყნის ელჩი ესწრებოდა.

1-mwkrivi-pol3-qvem