აქტუალური
კოალიცია „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატი დავით ნარმანია „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატს ნიკანორ მელიას მიმართავს: „გათხობთ, თანხმობა დროულად გვაცნობოთ წერილობით“

1-against-aqt3საქართველო. 7 ივლისი, საქინფორმი. „ცესკო-ს მიერ არჩევნების მეორე ტურის 12 ივლისს დანიშვნამ პროცესები დააჩქარა და გარკვეული კორექტივები შეიტანა საარჩევნო სუბიექტების წინასაარჩვენო გეგმებში.
საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებისა და დიპლომატიური კორპუსის  მიერ 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნების მაღალ დონეზე შეფასების შემდეგ, საქართ­ვე­ლოში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციები მზად არიან ჩაერთონ  ჩვენი ინიციატივის განხორციელებაში არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატების დებატებში გამოწვევასთან დაკავშირებით. სწორედ საერთაშორისო მიუკერძოებელი ორგანიზაცია გაუწევს ორგანიზებას პოლიტიკურ დებატებს, რომელშიც, ჩვენი გამოწვევითა და კონკურენტი მხარის დასტურით, თბილისის მერობის კანდიდატები დავით ნარმანია და  ნიკანორ მელია დაუპირისპირდებიან.
დებატებში მონაწილეობას მიიღებს ყველა ნაციონალური მაუწყებელი, თითოულ მათგანს მიეცემა საშუალება, გამოყოფილ დროში  დაუსვას კითხვები ორივე კანდიდატს, მიიღოს მათგან ამომწურავი პასუხები და დებატები გადასცეს პირდაპირ ეთერში.
გამომდინარე იქიდან, რომ არჩევნებამდე ერთი კვირა რჩება, მოგმართავთ,   დაგვიდასტუროთ  ზემოაღნიშნული ფორმატით  გამართულ  დებატებში  მონაწილეობის სურვილი   და  თანხმობა  დროულად გვაცნობოთ  წერილობით, რათა საერთაშორისო ორგანიზაციამ დაიწყოს დებატების მოსამზადებელი ტექნიკური სამუშაოები“.