აქტუალური
საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ სოროსის ფონდის საბჭოს წევრი და კონრად ადენაუერის ფონდის ექსპერტი ზვიად ქორიძე წარადგინა

1-zwei-aqt1საქართველო. 7 ივლისი, საქინფორმი. ცნობისთვის: ზვიად ქორიძე წლების განმავლობაში მუშაობდა ჟურნალისტიკის სფეროში - იყო რამდენიმე გაზეთის რედაქტორი და დამფუძნებელი, სხვადასხვა ქართული ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი და კონსულტანტი. იგი არის ფონდღია საზოგადოება-საქართველოს აღმასრულებელი საბჭოს წევრი, კონრად ადენაუერის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმოამდგენლობის მოწვეული ექსპერტი, BBC WST-სა და სტუდია რეს ერთობლივი პროექტის ტრენერი. ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას კავკასიის უნივერსიტეტსა და საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. არის ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს წევრი, რომელსაც ორი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.
ზვიად ქორიძე კომისიის წევრად ნოემბრიდან მუშაობდა და მინდა საგანგებოდ ვუთხრა მადლობა თანხმობისთვის, რომ იმუშაოს ახლა უკვე კომისიის თავმჯდომარედ. მე მინდა ხაზგასმით ვუთხრა მადლობა ჩვენს მეგობარს, ჩვენს თანამშრომელს ალეკო ელისაშვილს, ურთულესი საქმისა და მუშაობის გაწევისთვის ამ თვეების განმავლობაში...
ბატონ ზვიადს ვუსურვებ ამ ურთულესი საქმის წარმატებით გაძღოლას. შეწყალების კომისია მუშაობას უახლოეს დღეებში განაახლებს და, ბუნებრივია, იმუშავებს იმ პრინციპებით, რომლებითაც აქამდე მუშაობდა. ჩვენი ძირითადი მიზანი არის შეწყალება, ლმობიერების გამოჩენა და ჰუმანური პრინციპების დანერგვა ჩვენს სახელმწიფოში“, - განაცხადა
გიორგი მარგველაშვილმა.