2 - ნოდარ გაბუნიას შვილს, ნატო გაბუნიას, 3 - სულხან ცინცაძის შვილს, 4 - აგრეთვე თბილისში დებ დავითაშვილებს და კიდევ ერთ მევიოლინეს - დამავიწყდა გვარი, მგონი მარიამ მაღრაძეს! აგრეთვე, როცა ომი მოხდა აფხაზეთში, მე გერმანიიდან გადავუგზავნე დაჭრილ ქართველ მეომრებს 100 000 მარკის უნიკალური წამლები თვითმფრინავით! მაშინ ამაზე კი წერდნენ გაზეთები. მაგრამ ახლა ეს ყველაფერი რატომღაც ყველამ დაივიწყა ან საერთოდ ახალმა მთავრობამ არც კი იცის ამის შესახებ! ალბათ, თქვენც კი არ იცით! მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც მის მიერ გაკეთებულ სიკეთეზე ყვირის! მაგრამ როცა ასე უსამართლოდ ლაპარაკობენ ჩემზე, მაშინ მე ძალიან მწყინს და მაქვს უფლება, მოვყვე სიმართლე! ამიტომ გთხოვთ, ეს გადაუგზავნოთ არა მარტო ოდიშარიას და მის მოადგილეს, ბაგრატიონ-გრუზინსკის, არამედ თვით პრეზიდენტსაც და ბატონ ბიძინასაც, რომელთაც შესაძლოა, ჰგონიათ, რომ მე მარტო ვითხოვ ფულს და არაფერს ვაძლევ საქართველოს!! გთხოვთ ყველას მიაწვდინოთ, რომ თუ საქართველოს არ უნდა ჩემი ბათუმის ფესტივალი, მაშინ მე საერთოდ აღარასდროს თბილისში აღარ ჩამოვალ, ვინაიდან მე მაქვს უფრო საინტერესო გეგმები - მომავალ წელს მე მინდა ჩავატარო ნიუ -იორკის "კარნეგი ჰოლში" ახალი ფესტივალი სახელწოდებით "LOVE ანდ PEAჩE". ჩემს სპონსორს და მის ნიუ-იორკელ ორგანიზატორს ძალიან მოსწონთ ეს ფესტივალი და უნდათ აგრეთვე ვაშინგტონში ჩაატარონ და ამბობენ, რომ დაპატიჟებენ ჰილარი კლინტონს და სხვა დიდ პიროვნებებს. ჩვენ გვინდოდა, რომ ეს ფესტივალი ყოფილოყო ჩვენი პრეზიდენტის და პატრიარქის პატრონაჟით, აგრეთვე თბილისში და მოსკოვში, მაგრამ, თუ ასეთ სიძულვილს გამოხატავს ახალი მთავრობა და ალბათ, პრეზიდენტიც და ივანიშვილიც ჩემს მიმართ, მაშინ რა თქმა უნდა, თბილისში აღარ ჩავატარებ, მაგრამ იქნებ ვცდები და ამიტომ გთხოვთ, მიკარნახოთ, თუ როგორ შეიძლება მივწვდე პრეზიდენტს ამ თხოვნით? ეს მინდოდა მეთქვა და გთხოვთ ეს წერილი ყველას აცნობოთ, რომ არავის ეგონოს, რომ მე საქართველოსთვის არაფერი გამიკეთებია!! ჩემს მსოფლიო შემოქმედებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ!! მაპატიეთ, რომ გაწუხებთ! გკოცნით და გეხვევით ყველას! თქვენი ლიანა ისაკაძე. დამავიწყდა კიდევ ერთი რამ! არავინ იცის, რომ ლიზა ბათიაშვილს რომ ესწავლა გერმანიაში, ამის გულისთვის ჩემი ორკესტრის წევრებთან მომიხდა უთანხმოება მისი მამის გამო, რომელიც მარტო ვერ უშვებდა 13 წლის ლიზიკოს გერმანიაში, - მომიხდა მთელი კვარტეტის ჩამოყვანა, რის გამოც მთელი ორკესტრი ამიჯანყდა - რად გვინდა ეს კვარტეტიო. მაგრამ ვინაიდან ორკესტრის წევრის ცოლი და თვით ორკესტრანტი მაღაზიაში ქურდობისთვის გააძევა პოლიციამ თბილისში და ქმარიც სოლიდარობის გამო თან გაჰყვა, ამიტომ ადგილები თავისუფალი იყო და ჩამოვიყვანე მთელი კვარტეტი. ლიზა ბათიაშვილს კი არც ერთ თავის ინტერვიუში არასდროს არ უხსენებია, თუ ვისი მეშვეობით ჩამოვიდა გერმანიაში და გააკეთა ასეთი კარიერა!! ვფიქრობ, როცა ადამიანი სინდისისგან გარეცხილია, ის ვერასდროს ვერ იქნება ნამდვილი და კარგი მუსიკოსი!! კიდევ ერთხელ გკოცნით - ლიანა ისაკაძე",- ნათქვამია წერილში.