რელიგია
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე

1-archpriest-aqt3-relსაქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე სარეაბილიტაციო კურსის გასავლელად ბერლინში გაემგზავრა. პატრიარქის პრეს-მდივნის, მიხეილ ბოტკოველის განცხადებით უნეტარესს მკურნალობა გულზე და ხერხემალზე ესაჭიროება.
მისივე სიტყვებით - ის თუ რამდენ ხანს დარჩება პატრიარქი გერმანიაში დადგინება სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ. შევახსენებთ საქინფორმის მკითხველებს, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე 2013 წელს უკვე გადიოდა რეაბილიტაციას ერთ-ერთ გერმანულ კლინიკაში.