საზოგადოება
საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. რუსეთი საქართველოსთან დამაკავშირებელ ახალ გზას აშენებს - ამის შესახებ ინფორმაციას დაღესტნის ტელევიზია ავრცელებს. ავარო-კახეთის დამაკავშირებელი მაგისტრალი დაღესტანზე გაივლის და მთლიანად ასფალტო-ბეტონის საფარით მოპირკეთდება. რთული რელიეფის გამო სამუშაოები 30 მილიონამდე დაჯდება. რადგან 83 კილომეტრიანმა გზამ უნდა გაიაროს 3 მთა, საჭიროებს 25 ხიდისა და 5 გვირაბის აშენებას.
„ავარო-კახეთის გზა იქნება უმოკლესი საქართველოსთან დასაკავშირებლად და შავ ზღვაზე გასასვლელად“, - აცხადებს ზაგიდ ხუჩბაროვი, დაღესტნის საგზაო სამსახურის უფროსი.