პოლიტიკა
საქართველოს მომავალი პრეზიდენტი პაატა ბურჭულაზე იქნება?

paata-burchuladzeსაქართველოს მომავალი პრეზიდენტი შესაძლოა პაატა ბურჭულაძე გახდეს. კულუარული ინფორმაციით, მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში პაატა ბურჭულაძე კენჭს იყრის. დიდი შანსია, რომ მან წარმატებას მიაღწიოს. როგორც საქინფორმს სანდო წყარომ აცნობა პაატა ბურჭულაძეს მხარს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ აქტიურად უჭერენ. მართალია, ქართული მედია საქართველოს მომავალ პრეზიდენტად სხვადასხვა გვარებს ასახელებდა, მათ შორის: დავით ბაქრაძეს, ლევან ვარშალომიძეს, გიგი უგულავას, თუმცა, მომავალი პრეზიდენტი, შესაძლოა, პაატა ბურჭულაძე გახდეს.
საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტი იმ ძალაუფლების მფლობელი აღარ იქნება, როგორისაც ახლაა. ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტის უფლებამოსილება მცირდება, რის გამოც პრეზიდენტი, ძირითადად, დაკავებული იქნება ქვეყნის საგარეო   პოლიტიკურ არენაზე საქართველოს წარმოდგენით და სხვადასხვა საკითხებით.
პაატა ბურჭულაძეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკმაოდ კარგი კონტაქტები აქვს. იგი მხარდაჭერითა და კეთილგანწყობით სარგებლობს ქვეყნის შიგნით მოსახლეობის ყველა ფენაში. რაც მის შანსებს კიდევ უფრო ზრდის, თუ ის პოლიტიკაში წასვლას მოისურვებს.
საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე 1955 წლის 12 თებერვალს თბილისში დაიბადა. 1978 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი (დ. ხელაშვილის კლასი), პარალელურად დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი. 1978-1980 წლებში სტაჟირება გაიარა იტალიაში, მილანის თეატრ ”ლა სკალაში’’, 1981 წლიდან თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის სოლისტი იყო. 1984 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა თბილისის კონსერვატორიაში. პაატა ბურჭულაძეს შესრულებული აქვს შემდეგი პარტიები: ტარიელი (ო. თაქთაქიშვილის ”მთვარის მოტაცება”), მაკარი (ვ. დოლიძის ”ქეთო და კოტე”), მარკიზი (გ. ყანჩელის ”და არს მუსიკა”), მეფისტოფელი (ა. ბოიტოს ”მეფისტოფელი”), მეფისტოფელი (შ. გუნოს ”ფაუსტი”), მექე რენე (ჩაიკოვსკის ”იოლანტა”), ბორისი, დოსიფეი (შ. მუსორგსკის ”ბორის გოდუნოვი”, ”ხოვანშჩინა”), ლეპორელო (მოცარტის ”დონ ჟუანი”), დონ ბაზილიო (ჯ. როსინის ”სეველიელი დალაქი”). შესრულებული აქვს ბევრი როლი ჯ. ვერდის ოპერებში;
ეწევა საქველმოქმედო საქმიანობას, არის საქველმოქმედო ფონდ ”იავნანას” პრეზიდენტი; 2003 წელს მიენიჭა ღირსების ორდენი, 2001 წელს - თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.