აქტუალური
ღარიბაშვილი: „ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს უმნიშვნელოვანესი მოკავშირე და უახლოესი პარტნიორია, მინდა მოგილოცოთ ეს დღესასწაული ჩემი და ქართველი ხალხის სახელით!“

1-cheers-aqt1საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ამერიკის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოში საზეიმო მიღებაზე შეკრებილ საზოგადოებას.
ჩვენი ქვეყნების მეგობრობა საერთო ინტერესებსა და ღირებულებებს ეფუძნება. ჩვენ ვაფასებთ ამერიკის მიერ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში შეტანილ განსაკუთრებულ წვლილს და მადლობას გიხდით საქართველოს ისტორიის ურთულეს მომენტებში გაწეული დახმარებისთვის. ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად ფასეულია შეერთებული შტატების მხარდაჭერა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტის, უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის საკითხში,აგრეთვე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების თვალსაზრისით“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა კიდევ ერთხელ მიულოცა. ჩვენ ასევე მომსწრენი ვართ ისტორიული კვირის. გასულ კვირას ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას და ეს გარკვეულწილად დამოუკიდებლობის დეკლარირებას წარმოადგენს. საქართველომ განამტკიცა თავისი უფლება თვითონ აირჩიოს პარტნიორები, მათ შორის ეკონომიკური და ამერიკის შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ამ უფლებას, - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა.