პოლიტიკა
ალასანია: “დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა არის ის, რასაც არასდროს შეეგუება ქართველი ხალხი და არ დაუშვებს ცივილიზებული სამყარო!”

1-lone-pol1საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრის განცხადება:
დღეს საქართველომ რუსეთს სამართლებრივი დავა მოუგო ევროპის სასამართლოში. საქართველოს სახელმწიფომ გამარჯვებით დაასრულა დავა, რომელიც ყველა ჩვენთაგანისთვის ღირსების საქმე იყო. დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა არის ის, რასაც არასდროს შეეგუება ქართველი ხალხი და არ დაუშვებს ცივილიზებული სამყარო. სწორედ ეს იყო მთავარი მოტივაცია საქართველოს მიერ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წარმოებული მრავალწლიანი სასამართლო დავისა.
დღეს სამართალმა იზეიმა, დარწმუნებული ვარ მალე ჩვენ მთავრ მიზანს მივაღწევთ და უფრო დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ. ამავდროულად ვიმედოვნებთ, რომ ამგვარი ფაქტები საქართველორუსეთის ურთიერთობში არასოდეს განმეორდება
ირაკლი ალასანია